|
2017-08-31 08:21:34, 2292 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი საქართველოს სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს უხსნის
„დარწმუნებული ვართ, ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებსგაგვიხსნის" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბუდაპეშტში „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და ზოგადად ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ურყევიმხარდაჭერისთვის. 2017 წლის 31 აგვისტოს ქ. ბუდაპეშტში გამართული პლენარული სესია მთლიანად დაეთმო „აღმოსავლეთპარტნიორობის" ნოემბრის სამიტს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას" დახელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებითქვეყანა განაგრძობს საქართველო-ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ"საქართველოს ბევრი რამ მისცა, აღნიშნული შედეგები კი ქვეყნისთვის ევროკავშირში სიღრმისეული ინტეგრაციის ახალპერსპექტივებს ხსნის. „ხვალ სამი წელი სრულდება ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან. ჩვენმართლაც ბევრი რამ მოგვცა „აღმოსავლეთ პარტნიორობამ" - წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური და საბაზრო ინტეგრაციის პროცესი, ქართული პროდუქცია თავს იმკვიდრებს ევროპულ ბაზარზე, ევროკავშირისაქართველოსთვის გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, მზარდი დინამიკით გამოირჩევა ინვესტიციები, საქართველოსმოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილდებიან, საქართველო გაწევრიანდა ენერგო გაერთიანებაში და ა.შ. ჩვენდარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირთან ასეთი ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალპერსპექტივებს გაგვიხსნის. რა თქმა უნდა ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა" - აღნიშნა მინისტრმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთპარტნიორები" მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ ფიზიკური უსაფრთხოებისუზრუნველყოფის პროცესში. „ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობისერთგულია. ეს ჩვენი საერთო პროექტი და ფართო შესაძლებლობების ჩარჩოა. აღმოსავლეთ პარტნიორებისა და ევროკავშირისთანამშრომლობა ეს არ არის ცალმხრივი გზა " - დასძინა მინისტრმა. „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ასევემონაწილეობდნენ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი და ევროპულისამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. მინისტერიალის ფარგლებში სამუშაო სესია დაეთმო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)