10:25 - 28 Apr, 2026
|
2017-08-30 08:42:45, 2614 ნახვა
სამართალი
ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო
ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შეგახსენებთ, ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის კონტაქტურია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)