08:37 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 02:17:41, 2357 ნახვა

საზოგადოება
მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს.

ვერტმფრენს ექსპერტიზისთვის სატვირთო ავტომობილით თბილისში გადმოიტანენ.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საგანგებო შტაბის წევრები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ვერტმფრენმა წყალზე ავარიული დაშვება გუშინ განახორციელა.

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა“,-განმარტავენ შსს-ში.

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ და  კლინიკიდან გუშინვე გაწერეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics