08:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-26 01:30:50, 2379 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა ნისლის გამო დილიდან მუშაობა ვერ განაახლეს

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუშაობას დილიდან აგრძელებს.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავიაცია ადგილზე რჩება, ნისლის გამო ის ამ დროისთვის ვერ მუშაობს.

"ავიაცია ადგილზე რჩება. თუმცა ამ წუთას უამინდობის გამო ვერ მუშაობს, ნისლია. ჩვენი ორი ვერტმფრენი და ერთი თურქული მხარის ვერტმფრენი ადგილზეა. დანარჩენი ვერტმფრენები საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ. ლოკალიზებულია ცეცხლის ძირითადი კერები, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რაიმე გართულებას არ უნდა ველოდეთ", - აცხადებს ზურაბ ალავიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics