08:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 12:12:49, 3197 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

"საღამოს, მინისტრებთან ერთად, პირადად შემოვიარე, ყველა კრიტიკული ლოკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა მომდევნო დღეებში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი მომდევნო დღეებში გააგრძელებს მუშაობას. ტექნიკა იქნება მობილიზებული, იმისათვის რომ ასეთი წერტილოვანი კერები იქნას ოპერატიულად ჩაქრობილი. რა თქმა უნდა, გამოვიარეთ ძალიან სერიოზული კრიზისული დღეები, ამ დღეების განმავლობაში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო ბევრი თბილი სიტყვაც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჩვენგანის, ვინც ახლა აქ ვიმყოფებით, მთავრობის წევრის შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. იმ წერტილებში სადაც იყო სიცოცხლის რისკიც კი, ამ ადამიანებმა შეძლეს და ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის, ულამაზესი ტყის დიდი მასივი გადაარჩინეს განადგურებისგან. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა. დიდი მადლობა ყველას!",-აღნიშნა პრემიერმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics