07:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 10:15:12, 327 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: არ არის დიდი ცოდვა, თუ ტელევიზია ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის ინტერესს ატარებს

„არ არის დიდი ცოდვა , თუ ტელევიზია ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის ინტერესს ატარებს“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა კვირის  20/30-თან საუბრისას  განაცხადა.

მისივე თქმით, მედიაორგანიზაციისთვის ყველაზე დიდი ცოდვაა, როცა სიცრუეს ტირაჟირებს.

„პოლიტიკური გავლენები არ არის დიდი უბედურება. თუ ჩვენ ვიცით და ვაცხადებთ ამის შესახებ.  ეს მედია საშუალებების მებატონეების თუ  მოქალქეობრივი ადგილის თუ  დამოკიდებულების საქმეა  ჩავთვალოთ.  ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი "რუსთავი ორის" შემთხვევაში, როდესაც ის გახლავთ პრაქტიკულად  პარტიული ტელევიზია. ეს არ არის დიდი ცოდვა.  ყველაზე ცოდვა გახლავთ ის, რომ მედიასაშუალებებში სიცრუე არ უნდა იყოს. რაც არის და როგორც არის განვითარებულ სახელმწიფოებში, ხშირად ნახავთ, რომ ერთი პარტიის გემოვნებაზეა მედიასაშუალება მორგებული და მის აგიტაციას უფრო მეტად ახერხებს. შეიძლება არსებობდეს  სხვა ტელევიზია, რომელიც სხვის აგიტაციას ახერხებს, მაგრამ ყველა შემთვევაში  მსმენელმა და მკითხველმა იცის, რომ ეს მედიასაშუალებები არ ცრუობენ. ჩვენ ამისგან არ ვართ დაზღვეული და ამის, საუბედუროდ, ძირითადი წამყვანი ძალა კვლავ გახლავთ "რუსთავი 2" და "ტაბულა".  ეს არის  ის, რაც შემორჩა „ნაციონალურ მოძრაობას“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics