2015-04-25 17:44:32, 506 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ნეპალში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უაღრესად მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ნეპალელ ხალხს“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა.
ბოლო მონაცემებით ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან