|
2017-08-18 14:10:20, 2526 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
Palme Center-ი ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Palme Center-მა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რეგიონში მცხოვრები ადამიანების უფლებები შეზღუდულია. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, გადაუჭრელ კონფლიქტს მძიმე გავლენა აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხზე. „ომის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნებული ეთნიკური ქართველების მდგომარეობის გაურკვევლობა, გალის რაიონში არსებული პრობლემების საძირკველში დევს. დიდი ხანია დებატები მიდის ამ ხალხის სტატუსზე. აფხაზეთის ხელმძღვანელობა ნაკლებად ინტეგრაციულ მიდგომას უჭერს მხარს“, - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ორგანიზაციაში თვლიან, რომ გადაადგილების თავისუფლება მწვავე პრობლემას წარმოადგენს აღნიშნულ რეგიონში. "ის, რომ გალის მაცხოვრებლებს საბუთები არ აქვთ, სერიოზულ გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, კონფლიქტის გამყოფი ხაზი გადაკვეთონ, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა გალში ცხოვრებისთვის. გალის მაცხოვრებლები, რომლებიც ომის შემდეგ დაბრუნდნენ, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი საბუთებით. არც ერთი გამშვები პუნქტი არ უნდა დაიხუროს და მათი რაოდენობა არ უნდა შემცირდეს. ნაბაკევში და ოტობაიაში მდებარე ორი გამშვები პუნქტი, რომელიც 2017 წლის მარტში დაიხურა, კვლავ უნდა გაიხსნას ყველასთვის“, - ნათქვამია ანგარისის ტექსტში. ანგარიშის ავტორები, რუსეთის ჩარტულობასაც გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოკუპირებულ რეგიონს. „გადაუჭრელი კონფლიქტი სერიოზულ გავლენას ახდენს აფხაზეთში მაცხოვრებელ პირებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით, ასევე იმ ადამიანებზე, ვინც იძულებით გადაადგილებული გახდა კონფლიქტის შედეგად. სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს ჰუმანიტარულ შედეგებს დიალოგის დამყარების სამომავლო ძალისხმევის ფარგლებში“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, ანგარიში 9 თვიან კვლევას მოიცავს. ის ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მაგდალენა გრონოს მიერ აფხაზეთში განხორციელებული ვიზიტებისას მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)