2017-08-17 21:29:37, 2615 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ერთად ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბარსელონაშ მომხდარი ტერაქტი დაგმო.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
სტოლტენბერგმა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა დაშავებულთა ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს.
"ვგმობ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტს. ჩემი ფიქრები არის დაღუპულტა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან. მათ თანადგომას ვუცხადებ. ჩვენ ერთად ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ალიანსის გენერალური მდივანი.
BBC-ის ცნობით, რამბლას ტერიტორიაზე ავტომობილის ქვეითად მოსიარულეებისთვის გამიზნულად შეჯახების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან