06:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 12:22:26, 2310 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ბოჭორმის ქუჩაზე სამუშაოები დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში,  ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოჭორმის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 17000მ2 ფართობზე, ახალი საგზაო სამოსი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.

როგორც დედაქალაქის მერმა  განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში დაზიანებული იყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

,,ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს ბოჭორმის ქუჩაზე. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი და ტროტუარები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ზედა ფენის დაგება. სამუშაოები დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ აწარმოებს. სამუშაოები 10 ივნისს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics