07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 14:48:36, 2584 ნახვა

მსოფლიო
„მთავარი ნაცისტი“, „ჩემი პრეზიდენტი არ ხარ“ - ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ნიუ-იორკის ცენტრში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ nydailynews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. ისინი Trump-Tower-თან იყვნენ შეკრებილი და შვებულებიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ. 

აქტივისტებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერით - „მთავარი ნაცისტი“, "არა ტრამპისა და პენსის რეჟიმს", "ჩემი პრეზიდენტი არ ხარ", "სირცხვილი". ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდნენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ტრამპის რეაგირება დაგვიანებული იყო.

მანამდე დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რასიზმი და ნეონაციზმი ბოროტებაა. მან სიძულვილის, შეუწყნარებლობისა და ძალადობის მსგავსი გამოვლინება დაგმო და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ადგილი ამერიკაში არ არის. 

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნაციონალისტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ აშშ-ის სამოქალაქო ომის მონაწილის, გენერალ რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟის გეგმას აპროტესტებდნენ. ულტრამემარჯვენეების მარშმა ანტიფაშისტების და სხვა მემარცხენე დაჯგუფებების აქტივისტების კონტრაქციები გამოიწვია, რასაც არეულობა მოჰყვა. ხელისუფლებამ შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics