2017-08-14 18:04:29, 2630 ნახვა
მსოფლიო
სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა - დაღუპულია 300-ზე მეტი ადამიანი
სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
საინფორმაცია სააგენტო AFP სულ მცირე 180 დაღუპული ადამიანის შესახებ წერს, მაშინ, როდესაც წითელი ჯვრის მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 312-მდე გაიზარდა.
მედია საშუალების ინფორმაციით, მეწყერი ქალაქ რიჯენტთან ახლოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ასობით სახლი განადგურებულია. ამასთან, მაშველების თქმით, ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანი მოჰყვა, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ადგილზე სამძებრო - სამაშველო ოპერაცია საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან