07:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 18:16:26, 2866 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტელი მაღალჩინოსანი სარკინიგზო ავარიის ადგილის ნახვის შემდეგ გარდაიცვალა

ეგვიპტეში, ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც გუშინდელი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები ნახა, - ამის შესახებ Youm7 იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მუსტაფა ელ-საიედი გულის შეტევით გარდაიცვალა. მანამდე მაღალჩინოსანმა გარდაცვლილის ცხედარი ნახა, რა დროსაც ის ცუდად გახდა. ელ-საიედი ინციდენტის ადგილას იყო ჩასული.

როგორც სააგენტო წერს, მაღალჩინოსანი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეგვიპტეში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ათობით ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics