2017-08-12 17:15:02, 2805 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ირმა ინაშვილი განიხილება
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ირმა ინაშვილი განიხილება.
ამის შესახებ ინაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
როგოც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
„“პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის პოსტზე ამ ეტაპზე განიხილება ოთხი კანდიდატურა. მე ვადასტურებ მხოლოდ იმას, რომ მეც ერთ-ერთი მეც ვარ ამ ოთხს შორის, მაგრამ ორშაბათს ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ინაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან