2017-08-11 12:54:39, 2528 ნახვა
კომენტარი
1000-ზე მეტ ბავშვიან სკოლებში, სექტემბრიდან კვირაში ერთხელ ვაშლების დარიგება დაიწყება
1000-ზე მეტ ბავშვიან სკოლებში, სექტემბრიდან დეკემბრამდე კვირაში ერთხელ ვაშლების დარიგება დაიწყება.
როგორც ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვებმა ჯანსაღი პროდუქტი მიირთვან.
ამასთან, მისივე განმარტებით, პარალელურად იგეგმება კამპანიის დაწყება, რომ ბავშვებს მშობლებმა სკოლებში გამოატანონ ვაშლები.
„ძვირი და რთული პროექტია, თუმცა ვფიქრობ, ეს სიძვირე არაფერს დაგვაკლებს. პროექტის მიზანია შესვენებაზე ბავშვმა ჯანსაღი პროდუქტი შეჭამოს, მთლიან ვაშლს მისცემენ თითო ბავშვს და კვირაში ერთი ვაშლი შეხვდება. პროექტი ამ შემოდგომიდან დაიწყება, ჯამში 40 ათასიდან 60 ათას ბავშვამდე გამოდის“,-განმარტა ჯეჯელავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან