|
2017-08-11 12:05:42, 2083 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებელზე, ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, საქმის წარმოება დაიწყო
ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ. აღმაშენებლის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი უკლებასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა 16-ვე სუბიექტის მეპატრონეს გაფრთხილება პირადად მისცა. პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)