|
2017-08-10 18:10:36, 2157 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი სპეციალისტებმა დაათვალიერეს
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით, მთაწმინდაზე ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი გარემოს ეროვნული სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტისა და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა დაათვალიერეს. შესაბამისი სამსახურები შესთავაზებენ რეკომენდაციებს მერიის ეკოლოგიის სამსახურს და შემდგომში დაიგეგმება ტყის საფარის აღდგენითი სამუშაოები. ,,ამ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია, შესაძლებელია მხოლოდ ძალიან თხელ ფენაში განვითარდეს, რადგან აქ ნალექების დანაგროვები ძალიან მცირე რაოდენობით არის’’, - განაცხადა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა შოთა ლობჟანიძემ. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პროფესორმა ჯუმბერ ლომიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. „ეს ტერიტორია სუბარიდული ზონაა და ნალექები ძალიან მცირეა რაოდენობით არის. ჰაერის ტენიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა. ნიადაგიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი მერქნული მცენარეები, რომლის ფესვთა სისტემაც ზედა ფენაში იქნება განლაგებული, რომ მოსული ნალექები შეითვისოს. ჩვენ შევისწავლით ტერიტორიას და შესაბამის რეკომენდაციებს დავდებთ‘’, -აღნიშნა ჯუმბერ ლომიძემ. მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ჰექტარ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ხე დაიწვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)