|
2017-08-10 11:45:22, 2242 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონის მრავალბინიან კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 101 მისამართზე მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის, მრავალბინიან კორპუსებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები 101 მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, ამხანაგობების თავმჯდომარეების განცხადებების საფუძველზე და ვაკის გამგეობის თანადაფინანსებით, სართულშუა ნაპრალების, ლიფტების, საერთო სარგებლობის კიბეების, კარის, ბრტყელი და ქანობიანი სახურავების, შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია ხორციელდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს სენსორული განათების დამონტაჟება და წყალსაწრეტი მილების გამოცვლა. მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებზე გამგეობის მიერ 915 553 ლარია გამოყოფილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)