02:07 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 10:39:17, 2774 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
გურიისა და რაჭის ახალ გუბერნატორებს პრემიერი რამდენიმე დღეში წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძესა და რაჭის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძეს გაწეული სამსახუსრისთვის მადლობას უხდის.

პრემიერი დარწმუნებულია, ისინი „ქართული ოცნების“ გუნდში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებენ მუშაობას. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამ ორ რეგიონში ახალ გუბერნატორებს საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ:

„მოგეხსენებათ ყოველდღიურად ჩვენ შევდივართ ფაზაში, სადაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების  პროგრამა და ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, ისინი გაარგძელებენ ჩვენს გუნდში სხვა პოზიციებზე მუშაობას. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ახალ გუბერნატორებს ამ ორ რეგიონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics