2017-08-10 10:22:31, 2825 ნახვა
სამართალი საზოგადოება
თბილისში უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, ზაჰესის დასახლების მიმდებარედ, მოქალაქე აკრძალული იარაღით - ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. მას მოპოვებული ჰქონდა 23კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.
ამოღებული და დალუქულია რეზინის გასაბერი ნავი, სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან