2017-08-09 17:01:22, 2671 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც დღეს სამხედროებს თავს დაესხა
საფრანგეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც დღეს პარიზის გარეუბანში სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცი პარიზიდან ჩრდილოეთით, გზატკეცილზე დააკავეს.
ამასთან, ტელეკომპანია BFMTV-ის ცნობით, მამაკაცი დაჭრილია.
საფრანგეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდარი ინციდენტი დაგეგმილი იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარიზის გარეუბანში ავტომობილი სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან