23:37 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 14:38:57, 2355 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება არაკანონიერია და ქართველების დისკრიმინაციას ემსახურება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პოლონეთი აკვირდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"ჩვენ სასტიკად ვეწინააღმდეგებით მილიტარიზაციასა და ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა უარესდება და ამაზე რუსეთი და დე-ფაქტო ხელისუფლებები არიან პასუხისმგებელნი. მოვუწოდებთ, რომ დასრულდეს ადამიანის უფლებების დარღვევა, რადგან შექმნილი ვითარება არაკანონიერია, ქართველების დისკრიმინაციას ემსახურება და მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

განცხადების თანახმად, საგარეო უწყება არ აღიარებს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი და დე-ფაქტო ხელისუფლებები გადადგამენ არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯებისგან და შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პირობები", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics