|
2017-08-09 12:56:25, 2327 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა
საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ მსოფლიო შეძრა, - ასე აფასებს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომს. როგორც ლიტვის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "სანამ ომის გამო ასობით ადამიანი იღუპებოდა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები წაართვა". განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლიტვა თანადგომას უცხადებს საქართველოს და მხარს უჭერს ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ოკუპირებულ რეგიონში. "ომის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ, რუსეთს არ შეუსრულებია ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი განაგრძობს ამ რეგიონების მცოცავ ანექსიას, მავთულხლართების აღმართვას და ე.წ. საზღვრით გამოყოფას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერილია ე.წ. ხელშეკრულებები მათი შემდგომი სამხედრო ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის კუთხით; სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოს ამ რეგიონებში და შეუძლებელია საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ექვსპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და პატივი სცეს მის ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)