16:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 12:54:28, 2137 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: დღევანდელმა დღემ უნდა შეგვახსენოს, რომ აღარ დავუშვათ ომი და აღმოვფხვრათ დაპირისპირება

„დღევანდელმა დღემ უნდა შეგვახსენოს, რომ აღარ დავუშვათ ომი და აღმოვფხვრათ დაპირისპირება დიალოგისა და შერიგების გზით“, - ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

„9 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი ტრაგედიიდან. ამ ომმა ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა. დღეს პატივს მივაგებთ იმ ჯარიკაცების, სამართალდამცავების, რიგითი მოქალაქეების ხსოვნას, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ომის შედეგად საკუთარი სახლებიდან უამრავი ადამიანია გამოდევნილი და ვერ ახერხებს დაბრუნებას. ოკუპაციიდან 9 წლის თავზე საქართველოს ტერიტორიაზე გადის კილომეტრობით მავთულხლართები, რომელიც ათასობით ადამიანს უმძიმეს პრობლემებს უქმნის ყოველდღიურად. დღეს უნდა დავინახოთ ომის უმძიმესი შედეგები და გავაცნობიეროთ, რომ გადაუჭრელი კონფლიქტი არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების   ინტერესებს არ ემსახურება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით, მავთულხლართების იზოლაციაში მოქცეული საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებით  გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ერთად ვიმოძრაოთ მშვიდობისაკენ, განვითარებული მომავლისკენ. ჩვენი სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს იმისათვის, რომ შეარიგოს მავთულხლართებით დაშორებული საზოგადოებები. დღევანდელმა დღემ, საერთო ტკივილმა და ტრაგედიამ, რომელიც გამოვიარეთ და ვეღარ შევცვლით, უნად შეგვახსენოს, რომ მომავალში აღარ დავუშვათ ომი, პროვოკაციებში ჩათრევა და აღმოვფხვრათ დაპირისპირება დიალოგისა და შერიგების გზით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics