01:12 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 12:44:20, 2302 ნახვა

საზოგადოება
ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენლების განცხადებით, აქციის მიზანია, პატივი მიაგონ 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ასევე დაგმონ რუსეთის ქმედებები.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 9 წელი გავიდა.

რუსეთ-საქართველოს ომი — აგრეთვე ცნობილი, როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად. ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით, კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics