01:12 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 11:11:04, 2444 ნახვა

საზოგადოება
BE.GE - ინტერნეტმაღაზია რომელიც მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს!

ინტერნეტმაღაზია BE.GE რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, სხვებისგან პროდუქციის დიდი ასორტიმენტით, გარანტირებული ხარისხითა და მომსახურების საუკეთესო პირობებით გამოირჩევა. იგი მომხმარებელს 25 ათასამდე სხვადასხვა დასახელების პროდუქციას (მობილური ტელეფონები, ტაბლეტები, ნოუთბუქები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანა, კონდიციონერები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა.) სთავაზობს.

რაც მთავარია, ნებისმიერი პროდუქციის შეძენა ონლაინრეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად და მისაღებ ფასად შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ასევე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ საბანკო და შიდა განვადების გაფორმებაც. ამ ეტაპზე BE.GE საქართველოს სამ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს - საქართველოს ბანკთან, ლიბერთი ბანკთან, თი ბი სი ბანკთან.

ონლაინ მაღაზიაში მოქმედებს ადგილზე მიწოდების სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილ პროდუქტს მაღაზიის კურიერი სახლში მოგართმევთ. აღნიშნული მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა. მიწოდება თბილისში იმავე დღეს, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით, შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს ხდება. მიწოდების სერვისი აბსოლუტურად ყველა ზომისა და წონის ნივთზე ვრცელდება - მობილური ტელეფონით დაწყებული, მაცივრით დამთავრებული. მაქსიმალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანგარიშსწორება მხოლოდ პროდუქტის მიწოდებისა და შემოწმების შემდეგ ხდება.

ცნობისთვის, BE.GE ინტერნეტ სივრცეში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის პრიორიტეტს წარმოადგენს ქართულ ელექტრონულ კომერციაში ახალი სტანდარტების დამკვიდრება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics