2017-08-08 10:39:13, 2532 ნახვა
პოლიტიკა
ქართველი მაღალჩინოსნები ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ქართველი მაღალჩინოსნები კომენტარს არ აკეთებენ.
შეკითხვას - რით უპირისპირდება საქართველო პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს? პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა არ უპასუხა.
ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესაც, რომელმაც მუხათგვერდი ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე უკომენტაროდ დატოვა.
ამასთან, კომენტარები არ გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა მამუკა მდინარეძემ და არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან