|
2017-08-07 12:06:30, 2071 ნახვა
საზოგადოება
ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სომელიეები, ჟურნალისტები და ღვინის მწერლები დაესწრნენ. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. „დასავლეთ ევროპელი სომელიეები ზოგადად დაინტერესებულნი არიან ჩვენი ღვინოებით. მათ უნდა შეისწავლონ ჩვენი ქვეყანა, ღვინო და სამზარეულო, რათა კომპეტენტურად ურჩიონ ქართული ღვინო თავიანთ მომხმარებელს. ამსტერდამში გამართული დეგუსტაციის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვა ჰოლანდიელ სომელიეთა ჯგუფი, რომლლის წევრებიც ჰოლანდიის სომელიეთა გილდიამ შეარჩია. ჩვენ მოხარულები ვართ ჰოლანდიის სომელიეთა გილდიასთან თანამშრომლობით, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული ჩვენი ღვინოებით,” - განაცხადა ირაკლი ჩოლობარგიამ. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ჰოლანდიაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს. ამსტერდამში გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების 12 სახეობის ღვინოები: „გოცას ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ბაგრატიონი 1882“, „კონჭო და კომპანია“ და „თბილღვინო“. სომელიეებმა სხვადასხვა ქართული ღვინოების შეხამება სხვადასხვა კერძთან განიხილეს. გამარჯვებული ღვინისა და კერძის შეხამება - გარეული ბატის კერძი და 2014 წლის „ქვევრის საფერავი სატრაპეზო“ (თელავის ღვინის მარანი) გახდა. (NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)