00:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 19:10:53, 2424 ნახვა

საზოგადოება
საავადმყოფოში GEM FEST-ის კიდევ 2 მონაწილეა გადაყვანილი - ერთ-ერთის მდგომაროება კრიტიკულია

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ანაკლიიდან GEM FEST-ის კიდევ ორი მონაწილეა გადაყვანილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. პირველადი დიაგნოზი უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციაა.

„ინტოქსიკაციებით მომართვიანობა აქვს კლინიკას. სტაციონარში ამჟამად იმყოფებდა ორი ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ანაკლიიდან შემოიყვანეს ეს მამაკაცი, სად მიიღო ინტოქსიკაცია და სად იმყოფებოდა ვერ გეტყვით“,-აცხადებენ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, ანაკლიაში GEM FEST-ზე ახალგაზრდა გოგონა შეუძლოდ გახდა. იგი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics