|
2017-08-04 12:24:25, 2861 ნახვა
პოლიტიკა
„შენების მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „შენების მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი დაასახელა. შერგელაშვილი „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა. როგორც უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წარდგენილ კანდიდატს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მენეჯერული, პოლიტიკური და ანალიტიკური 20 წლიანი სტაჟი აქვს. „შენების მოძრაობა“ დაიწყო და ჩვენ წარმატებით გავივლით სამ წლიან პოლიტიკურ ციფრს. 2020 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, 2018 წელს ჩვენ გვექნება საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული ამბიცია და ჩვენ დღეს ადგილობრივ არჩევნებში ფორმირების პროცესში მყოფი გუნდით ვიტყვით სერიოზულ სიტყვას თბილისშიც და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ ამ არჩევნებში შენების მოძრაობას წარმოვაჩენთ როგორც მძლავრ აღმშენებლობით ძალას საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანი. ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი ლიდერი თბილისში მერობის კანდიდატი თენგო შერგელაშვილი იქნება. საუკეთესო პროფესიონალი მერობის კანდიდატი კანდიდატი. თენგო, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე მოასწრო და მას აქვს 20 წლის სტაჟი, მენეჯერული, პოლიტიკური, ანალიტიკური. არის სახელმწიფო მმართველობის და თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, თენგიზ შერგელაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)