|
2017-08-04 09:28:31, 2938 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებთან საქართველოს საკითხზე აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ იმსჯელა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და აშშ-ს ელჩი იან კელი ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს. მათივე ცნობით, ამერიკელი კონგრესმენები ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. მხარეებმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს. „დავბრუნდი, რათა გამემეორებინა ვიცეპრეზიდენტის ნათქვამი, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. მადლიერებას გამოვხატავ ქართველი და ამერიკელი ხალხების ჭეშმარიტი მეგობრობის გამო. ჩვენ განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცეპრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. პრეზიდენტ ტრამპს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებთან და მან ეს გარკვევით აღნიშნა ვარშავაში ვიზიტისას", - აღნიშნა კონგრესმენმა ჯო უილსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტმა ახალი პერსპექტივები გააჩინა ორი ქვეყნის თანამშრომლობაში და საქართველო - ამერიკის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსული რევიზიონიზმის შეკავების ხედვას ასახავს. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა სენატორ მაკკეინის როლი საქართველო - ამერიკის ურთიერთობების განვითარებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)