|
2017-08-03 13:50:09, 2934 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას
საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო და აღნიშნულ ქმედებას მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს. გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს. "ოკუპანტი ძალის ქმედებები - ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია. ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)