|
2017-08-03 10:42:14, 2319 ნახვა
საზოგადოება
ტანზანიის დელეგაციამ ეროვნული არქივის პავილიონი დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სტუმრებმა პავილიონში მიმდინარე გამოფენა, მედიათეკა და წიგნების მაღაზია დაათვალიერეს, ინფორმაცია მიიღეს საგამოფენო პავილიონის კონცეფციისა და აქ მიმდინარე აქტივობების შესახებ. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ პავილიონის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებული გამოფენით - „ჩემი ერთი დღე ქუჩაში“, სადაც წარმოდგენილია დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარების მიერ გადაღებული 30 მხატვრული ფოტო. მოზარდების მიერ გადაღებული ფოტონამუშევრების გამოფენა 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაციას ტანზანიის მიწის, ბინათმშენებლობის და დასახლებათა განვითარების სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი შაბან პაზი ხელმძღვანელობს. ვიზიტი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფრანგეთის გეოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამსახური (IGN FI) ახორციელებს.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)