|
2017-08-02 12:05:53, 2486 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონული მაღაზია - ქონების რეალიზაციის ალტერნატიული გზა
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ახალ სერვისს - ელექტრონულ მაღაზიას სთავაზობს. ვებ გვერდზე განთავსებული იქნება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ქონება საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად. www.eshop.nbe.gov.ge ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში, შეიძინოს სასურველი ქონება. ქონების შესაძენად, საჭიროა, მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია შესაბამის ვებგვერდზე www.eshop.nbe.gov.ge და სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისით, სააღსრულებო პროცესის მონაწილე პირებს უფლება ეძლევათ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების პირდაპირი რეალიზაცია მოახდინონ. სააუქციონო მომსახურების დაწყებამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამის ქონებას სარეალიზაციოდ ელექტრონულ მაღაზიაზე განათავსებს, რისთვისაც მოვალისა და კრედიტორის თანხმობაა საჭირო. ელექტრონული მაღაზიის მომსახურება აუმჯობესებს ქონების სარგებლიანად რეალიზაციის შესაძლებლობას, ასევე ამცირებს სააღსრულებო წარმოების პროცესში არსებულ პროცედურებსა და ვადებს. (NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)