23:22 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 11:08:39, 1817 ნახვა

საზოგადოება
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა

დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა.

„იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად და ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, წინა ხელისუფლებების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის 1 ჰა ტერიტორია ქალაქს სარეკრეაციო სივრცის სახით დავუბრუნეთ და დღეს მინდა, დიდი სიამაყით გამცნოთ, რომ დასრულდა მოლაპარაკება კიდევ ერთ კერძო მესაკუთრესთან 1,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე. ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა და მე მინდა,  ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება. დიღმის ტყე-პარკი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს! გამოსყიდულ მიწის ნაკვეთებზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შესაბამისი ხელშეკრულების პირობები  თბილისის საკრებულოს შესათანხმებლად წარედგინება. 

. (NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics