14:46 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 11:02:26, 3049 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: აშშ-ში ლეგალური, სამუშაო ვიზა მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ლეგალური სამუშაო ვიზა აქვს.

როგორც სააკაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, ვიზას ვადა მომდევნო წლის განმავლობაში გასდის.

„ლეგალური ვიზა მაქვს, სამუშაო ვიზა. ვადა მგონი მომდევნო წლის განმავლობაში გასდის. ვაშინგტონში რომ ვმუშაობდი დიდი ხნის წინ მაშინ ავიღე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - აქვს თუ არა მწვანე ბარათი, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბარათის აღება შეეძლო, თუმცა უარი თქვა.

„არა. შემეძლო მისი აღება, შემომთავაზეს, მაგრამ მე არ მინდოდა. ასევე მაქვს ტურისტული ვიზაც. ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics