04:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 10:26:00, 2526 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს დელეგაცია ეწვია

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის 78-ე საჯარისო დანაყოფის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკსა და აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო ამერიკელი პარტნიორების მიერ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ს დელეგაციის წევრებს დეპარტამენტის საქმიანობის, განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებისთვის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, საჩვენებელი საბრძოლო წვრთნები გაიმართა. ასევე მოეწყო სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა.

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics