23:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 17:46:10, 2417 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში მაღაროს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„მაღაროს ქუჩაზე ჩვენი კონტრაქტორი კომპანია აქტიურ რეჟიმში მუშაობს - სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად იჭრება ტრანშეა, პარალელურად, მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ისარგებლებს კაპიტალურად რეაბილიტირებული ქუჩით“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ქუჩის ფართობი 2 325 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 265 513 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics