22:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 17:11:31, 2414 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის  FAPAS მიერ ჩატარებული PT (proficiency test) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  სურსათის კვლევის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, რძის ფხვნილში ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერიის რაოდენობრივ და ხარისხობრივ  ანალიზზე პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს. 

მათივე ინფორმაციით, პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ.

 მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება.

მიმდინარე წლის მონაცემებით, სურსათის კვლევის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს პროფესიული ტესტირება  5 სხვადასხვა  მეთოდზე.

აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17 025 - ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის  სქემებში მონაწილეობა წარმოადგენს,  როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics