22:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 13:23:57, 2323 ნახვა

საზოგადოება
„მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი - "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" ჩატარდება.

პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საგანმანათლებლო პორტალი EDU.ARIS.GE განახორციელებს, დღეს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის მონაწილეობით გაიმართა.

ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმითა და შემუშავებული ცვლილებებით მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და დაინტერესებაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წელს ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით კონსტიტუციის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. წელს, კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის დღის აღნიშვნას, რადგან სწორედ წელს მიმდინარეობდა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმა.

"მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის დღე აღინიშნოს უფრო ფართო ჩართულობით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა საინტერესო ინიციატივა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან შემოდიოდა პრეზიდენტთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტებისთვის.სწორედ ასეთია პროექტი "მასწავლებლები კონსტიტუციაზე", საკმაოდ საინტერესო ინიციატივა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო საკითხებზე დისკუსია საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით განსაკუთრებით ღირებულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ და ყოფილ მასწავლებელს, ასევე, სკოლების დირექციის წარმომადგენლებს. კონკურსანტების ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს საქართველოს მასშტაბით რაიონების მიხედვით გამოავლენს.

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლომდე გამოცხადდება და კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics