|
2017-07-30 17:21:49, 2154 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ეს სწავლება მეტი მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფართომასშტაბიანი სწავლების ოფიციალურ გახსნას ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დაესწრო. პრემიერის შეფასებით, ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორის" სახელს ატარებს, რაც უკავშირდება ქართველი ჯარისკაცების თავდადებულ ბრძოლას მსოფლიოში მშვიდობისთვის. "სწორედ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მიიჩნევს დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად ყველა ჩვენი პარტნიორი. საქართველოში უკვე მესამედ ტარდება სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი" და მისასალმებელია, რომ ამჯერად ეს სწავლება კიდევ უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს სწავლება ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნის და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იქნება მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი სტაბილურობის გარანტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც, თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და საქართველოსთან, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მასში ჩართული არიან გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა და სომხეთი. ამასთან, გერმანია სამხედრო ტექნიკით წელს პირველად ჩაერთო სწავლებაში. "რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თანამედროვე საბრძოლო უნარ-ჩვევების შესაძენად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩვენი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ასეთი თანამშრომლობა აყალიბებს ურთიერთნდობას სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის, სწორედ ასეთი სწავლების დროს ეყრება საფუძველი თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რაც არის კიდეც მსგავსი სწავლების ძირითადი მიზანი. ამასთან ერთად, სამხედრო სწავლება კიდევ უფრო გააძლიერებს მასში მონაწილე ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავსებადობას. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყოველ წელს იზრდება. სწორედ ისინი გვიდგანან გვერდში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, ჩამოყალიბდეს სტაბილურ ქვეყნად თანამედროვე და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა საქართველოს მიერ,სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში შეტანილ ღირსეულ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი სახელმწიფოა ავღანეთში, სადაც 870-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი. კვირიკაშვილის განცხადებით, ქართველმა სამხედროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის სანდო და ღირსეული პარტნიორი, რომლის ნდობაც ნებისმიერი გამოწვევის დროს შეიძლება. ცნობისთვის, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო თბილისში იმყოფება. გზავნილით - ძალა პარტნიორობაშია, საქართველო უკვე მესამედ, მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2017" მასპინძლობს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)