|
2017-07-30 12:18:25, 2285 ნახვა
პოლიტიკა
დანიელ კოჩისი: მაიკ პენსმა საქართველოში რუსეთის ოკუპაცია უნდა დაგმოს
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება“,-ამის შესახებ ჰერითიჯის ფონდის მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის ევროპის პოლიტიკის სპეციალისტმა დენიელ კოჩისმა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კოჩისი ფიქრობს, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპის ევროპული ტურნეს, განსაკუთრებით ვარშავის “სამი ზღვის ინიციატივის სამიტის” მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. „ამჯერად ვიცე-პრეზიდენტი ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის რეგიონების მოკავშირეებთან ჩადის. გზავნილი კი ის არის, რომ აშშ გულშემატკივრობს ამ ქვეყნებს, სურს მათი გაძლიერება და მათი მიტოვება არცკი უფიქრია. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ აშშ ამ ქვეყნების გრძელვადიანი განვითარებითაა დაინტერესებული და რუსეთის გამო აღნიშნულ სახელმწიფოთა ინტერესების დათმობას არ აპირებს.საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა. თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და სხვადასხვა მთავრობების მიერ ქვეყანაში ეკონომიკის ლიბერალიზაციითა და დემოკრატიის ხელშეწყობით გაძლიერდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ ერთი მონაპოვარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა: საქართველო ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გარდა, ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივ წვრთნებს (“ღირსეული პარტნიორი”) ატარებს. საქართველო გულმოდგინედ აგრძელებს სვლას ნატოსა და ევროკავშირისაკენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება. თავის მხრივ, საქართველომ ინტეგრაციისკენ სვლა უნდა გააგრძელოს“,-განაცხადა კოჩისმა. კითხვაზე რა საგრძნობ შედეგს ელის ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ვიზიტისგან? კოჩისი ფიქრობს, რომ პენსი საქართველოს მოუწოდებს, რომ მან ნატოში გაწევრიანებისთვის ძალისხმევა არ დაიშუროს. „ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში რუსეთის ქმედებებს თავის სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია. და ბოლოს, ვისურვებდი, რომ დაიწყოს საუბარი, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს“,-აღნიშნა კოჩისმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)