|
2017-07-29 16:53:26, 2521 ნახვა
საზოგადოება
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“: ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობისას მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული
ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული, - ამის შესახებ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიაში გვირაბის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გვირაბის საექსკავაციო ნაწილში, მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა. „29 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთმა, მსუბუქი დაზიანება მიიღო და მედიკოსების მხრიდან გაწეული, შესაბამისი დახმარების შემდეგ, საავადმყოფოდან გაეწერა. მეორე მუშა-თამაზ ტალახაძე, რომელმაც ქვების ჩამოცვენისა და პლატფორმიდან ჩამოვარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, ხაშურის საავადმყოფოში გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გადაყვანილია თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“, სადაც ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით. ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება იმისათვის, რომ დაშავებულებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა ოპერატიულად მომხდარიყო. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი კომპანია სრულად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თამაზ ტალახაძის სწრაფ გამოჯანმრთელებას. გვსურს, დამატებით გაცნობოთ, რომ გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია. გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)