05:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 18:22:34, 564 ნახვა

პოლიტიკა
ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდი პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა

ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის, განცხადებით, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა.

როგორც კაკაბაძემ "რუსთავი2"-ს განუცხადა,  რიჩარდ ნორლანდმა რამდენიმე მსჯავრდებული სიიდანაც კი ამოიღო. კაკაბაძის მტკიცებით,  მათ შორის იყვნენ ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების, ე.წ. კოჭოიას საქმეში მონაწილე პირები.

"როდესაც კომისია იხილავდა კოჭოიას საქმეს, მაშინ იყვნენ ჩამოსული ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისში, პარლამენტში, ჰყავდათ გაყვანილი ეკა ბესელია შეხვედრაზე და ამის შემდეგ მოხდა ის, რომ კომისია გახდა იძულებული, ამოღო კოჭოია სიიდან",-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძის ამ განცხადებას თავად ელჩი მცირე კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"მე არვიცი რის შესახებ საუბრობთ",-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics