22:26 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-29 13:59:49, 2399 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა  სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 29-31 ივლისს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ 30-32 გრადუსი იქნება.

„აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ქარი ხვალაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში კი, ხვალიდან უკვე გამოიდარებს. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით დაკლებულია. დღეს და ხვალ შედარებით დაბალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება 30-32 გრადუსი“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, 2-3 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

 

იხილეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სიცხესთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics