|
2017-07-28 17:18:02, 2206 ნახვა
საზოგადოება
სეს: ტყვიის შემცველობაზე გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს
სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების და რეალიზაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, გამკაცრებული ნორმატივებით ინტენსიურად ახორციელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მავნე სურსათის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას და განადგურებას გულისხმობს. „ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიეწოდება შესაბამის უწყებებს-გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)