|
2017-07-28 16:07:58, 2751 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობა პრეზიდენტს მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა მისი წარმომადგენლებისგან პარლამენტისადმი უპატივცემულობა შეწყდეს
საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა შეწყდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაშია აღნიშნული. „26 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე და სესიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მისი გამონათქვამებით უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. ამ ფონზე, ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც ძირითადი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ, პირიქით, სესიის მეორე დღეს თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, რაც ცხადყოფს, რომ პროცესი არის წახალისებული და მართული საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეთიკის ნორმებს არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე და ამას არ მოყვება სათანადო რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან - ეს არის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ. ვინაიდან, ეს გარემოებები საფრთხეს უქმნის სამომავლოდ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, მოვუწოდებთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა“, - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში. შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)