20:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 11:53:39, 2334 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობის შეხედულებებს სრულად ასახავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 32%-ს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

იმ ადამიანთა უმრავლესობა(59%), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2% დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ასევე, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც არ სმენის ამ პტიცესის შესახებ, მხოლოდ 6% ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს  მოსახლეობის  შეხედულებებს,  47% -ის აზრით, ნაწილობრივ ასახავს, 32%-ის თქმით, საერთოდ არ ასახავს.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. მეორე ნაწილს კი საზოგადოებას ხვალ გააცნობენ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics