20:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 10:52:48, 2224 ნახვა

საზოგადოება
NDI: მოსახლეობას ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები და სიღარიბე აღელვებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობას ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აღელვებს.

კერძოდ, კითხვაზე-რომელი საკითხები დგას თქვენთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 52 %-მა  უპასუხა, რომ ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები აღელვებს,  31% ამბობს, რომ სიღარიბე, ხოლო გამოკითხულთა 30-ს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აწუხებს.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics