|
2017-07-24 12:24:07, 2341 ნახვა
პოლიტიკა
ადა მარშანიამ ბიუროს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ, რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდა
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს წევრებს ალიანსის სამი დეპუტატის მიერ, რუსეთის ფედერაციაში გამართული შეხვედრების შინაარსზე ინფორმაცია მიაწოდა. მარშანიას თქმით, ყურადღება გამახვილდა ორ ფუნდამენტურ საკითხზე. კერძოდ, მარშანიას ინფორმაციით, პირველ საკითხად საუბარი შეეხო ცხინვალს, სოხუმს, საზღვრების თემასა და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას. ადა მარშანიას განმარტებით, ასევე შეხვედრის თემა იყო საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა: „მოგეხსენებათ, ჩვენი ფრაქციის სამი დეპუტატი იმყოფებოდა ხანმოკლე ვიზიტით რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში. ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებაზე. ამიტომ, გვაქვს სურვილი, მოკლედ მაინც მოგახსენოთ იმ ძირითად საკითხებზე, რა საკითხებზეც იქ იყო საუბარი. სერიოზულად იყო გამრუდებული ჩვენი მასმედიის მეშვეობით ( ყველას ეს არ ეხება ცხადია) ჩვენი განცხადებები, სიტყვები და საერთოდ ის, რაზეც იყო იქ საუბარი. ორ ფუნდამენტურ საკითხზე იყო საუბარი. პირველი, საუბარი იყო სოხუმზე, ცხინვალზე, ჩვენს საზღვრებზე. ამასთან, ჩვენ ისიც დავაფიქსირეთ, რომ ის, რომ აფხაზებთან და ოსებთან მრავალი წელია არ გვაქვს პირდაპირი დიალოგი, არანაირად არ შეიძლება გაგრძელდეს, შევახსენეთ რუსეთის ფედერაციის მხარეს, რომ არაერთი განცხადება გაუკეთებიათ მათ იმის თაობაზე, რომ ასეთი დიალოგი უნდა იყოს და ამასთან გამოვთქვით სურვილი და იმედი, რომ ყველანაირად ხელს შეგვიწყობენ, რათა ეს აუცილებელი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან შედგეს. მათ გვიპასუხეს, რომ ესმით სიმწვავე და სერიოზულობა ამ საკითხის, ხედავენ კარგად, რა მდგომარეობაშია ეს საკითხი და დააფიქსირეს თავისი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ამ საკითხში. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ნატო-სკენ სწრაფვაზე. დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და სრული უფლება გვაქვს, ყველანაირი სამართლებრივი, პოლიტიკური, ადამიანური თავდაცვითი, რომ გვქონდეს სურვილი უდიდესი, გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა. მათ გვიპასუხეს, რომ აწუხებთ ჩვენი სწრაფვა ნატო-სკენ. ისიც აღნიშნეს, რომ აქტივობა ნატო-ს მიმართულებით გაზრდილია პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობასთან შედარებით. ისიც შეგვახსენეს, რომ ახლახანს საქართველოში ჩატარდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა“,-განაცხადა ადა მარშანიამ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)